
მდინარაძე - გავრილოვზე:"გიჟივით მოვვარდი და იმწამსვე ჩავშალე სხდომა"
25/06/2019 09:13:01 ციტატა
"მეგობრებო, ძალიან კარგი იყო ჩვენს კოლეგებს, ზოგიერთს კოლეგა თუ შეიძლება, დავუძახოთ, საერთოდ მოესმინათ ის, რასაც ახლა ვიტყვი. მაგრამ ადეკვატური რომ ვიყო ახლა ჩემს განცხადებაში, პირველად აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რომ მართლაც, მოდი ვაღიაროთ და მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში. იმ ძალიან ცუდ შეცდომაზე რაც ამ დარბაზში მოხდა და რაც არ უნდა მომხდარიყო და ამაზე ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ და იმ დღევანდელი რეაქცია, ყველასი, აბსოლუტურად, დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, რომელიც ახლა სპიკერის სკამზე ზის, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, ჩვენით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პირველები ჩვენ ვიყავით ამაზე რეაგირება ვინც მოაყოლა და მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, მოვედი თუ არა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსეთის დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში. ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლებელია ეს დაენახა. ვერ არა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცით რა მოაყოლეს? გარეთ გამოსული ადამიანები, ახალგაზრდები უმეტეს წილად, იმათი ემოცია მართეს, ნაწილის, სამწუხაროდ.ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა მაგათი სახეები, რომ დაინახა, ისე, რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ნახეთ და ახლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი, ერთი ფრაზა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რა გამოიწვია ამან ძალიან კარგად ნახეთ. არ უნდათ ამათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი მით უმეტეს. რაში ჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამათ, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ. ამათ ჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და ამის შანსის არ მოკვლა. ხომ ნახეთ ყველამ, რომ გუშინ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო იცით ეს შოკი გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩავარდნენ ამის გამო შოკში. სხვანაირად არ შეუძლიათ.ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას”
განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის: 20 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ევროპულმა საქართველომ" დაიწყო პროტესტი.