ილია ფილფანის ძებნა საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყო
06/10/2020 18:18:39 სამართალი
სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის "ყვითელი ცირკულარითაც" ეძებენ. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


