Accentnews.ge
აზერბაიჯანის მტკიცებით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება სცადა

აზერბაიჯანის მტკიცებით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება სცადა

06/10/2020 19:21:56 კავკასია

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სომხეთმა დღეს საღამოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიულ ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება სცადა.

"6 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს რეგიონისა და ევროპისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ევლახის რაიონში გამავალ მონაკვეთზე. თუმცა აზერბაიჯანის არმიის გადამწყვეტი ნაბიჯების წყალობით ეს მცდელობა დროულად აღიკვეთა. ამჟამად პროკურატურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე აუცილებელ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ერევანში ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავთობსადენით ხორციელდება და მათ შორის ერთ–ერთი - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენია (BTC).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით აზერბაიჯანიდან "აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირება ხორციელდება.BTC ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი პირდაპირი მარშრუტია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გარდაბანში BTC-ის საქართველოს მონაკვეთი ოფიციალურად გახსნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S