Accentnews.ge
"სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ"

"სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ"

25/06/2019 09:58:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრეზიდენტის პრეს–სპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუმცა ამ ქმედებებისას, თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების თემა და პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. 

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა შეკითხვაზე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფი და ეფექტური გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. მოვლენები უნდა შეფასდეს და პასუხები გაეცეს კითხვებს", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

კითხვაზე, როგორია პრეზიდენტის აზრი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია, მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ "თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც ძალას გადაამეტა, უნდა დაისაჯოს". 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S