Accentnews.ge
„რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, იგი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს“

„რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, იგი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს“

07/10/2020 07:04:13 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთისგან სამხედრო დახმარების პირობა მიიღო.

"მოსკოვმა დაგვარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, იგი რუსეთ–სომხეთს შორის დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს“, – განაცხადა ფაშინიანმა BBC-სთან ინტერვიუში.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა.

"მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა, ვინაიდან მისი მოსახლეობის 80% ყოველთვის სომხები იყვნენ. აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ ის ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს და რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, „კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზეო“, რაც შეუძლებელია, მოხდეს", – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S