Accentnews.ge
„მართლმადიდებლურ-კომუნისტური უკანალის ერთი შეხებით გამოწვეული რევოლუცია“ – რას ფიქრობენ რუსები

„მართლმადიდებლურ-კომუნისტური უკანალის ერთი შეხებით გამოწვეული რევოლუცია“ – რას ფიქრობენ რუსები

25/06/2019 10:20:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოში განვითარებული მოვლენები ბოლო დღეების განმავლობაში სოცქსელების რუსულ სეგმენტში მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენს.  

როგორც ცნობილია, თბილისში ვითარებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც ძირშივე უცნაური ორგანიზაციის  – მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი რატომღაც ქართული პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თბილისის ცენტრში შეკრებილიყო პარლამენტის სპიკერისა და მთავრობის წევრთა გადადგომის მოთხოვნით.  

რუსული ტელეარხები მერამდენე დღეა, ისტერიულად გადმოსცემენ ცნობებს საქართველოში "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის" თაობაზე, ამასთან, მთავარი აქცენტი "რუსოფობიაზე", "ანტირუსულ ისტერიაზე“, „ქართულ რადიკალურ ნაციონალიზმსა და ფაშიზმზე“ კეთდება. 

ამის საპირწონედ სულ უფრო მეტი რიგითი რუსი მომხმარებელი ამცნობს თანამოქალაქეებს, რომ ყველაფერი ზემოთთქმული კრემლის დეზინფორმაციაა და რეალურად, თავად მოვლენებიც და მათი მიზეზებიც სულ სხვა სიბრტყეში ძევს:

კირილ დემენტიევი:

„საქართველოს შესახებ: აქციები იქ არა ანტირუსული, არამედ ანტისამთავრობოა. პროტესტი იქ უკვე დიდი ხანია, ღვივდებოდა. "მართლმადიდებელი" კომუნისტის ვიზიტი კი დეტონატორად იქცა“.

პაველ სენკო:

„ყოჩაღ, ქართველებო! ეს გამორჩეული ერია – მშრომელი, მხიარული, მომღერალი, სტუმართმოყვარე, ლამაზის, კეთილი, უშიშარი  და ღირსეული. სწორედ ამიტომ აქვს საქართველოს ყველა შანსი, საბჭოთა მემკვიდრეობას მოსწყდეს და კავკასიის კიდევ უფრო კაშკაშა მარგალიტად იქცეს“.

გრიგორი გოლოსოვი:

„რუსეთის „კომუნისტური პარტიის“ დაუღალავი ტანჯვა მართლმადიდებლობასთან შერწყმისათვის უპრეცედენტო წარმატებით დასრულდა, სასწაულები დაიწყო. მართლმადიდებელმა კომუნისტმა სავარძელთან უკანალის ერთი შეხებით საქართველოში რევოლუცია გამოიწვია“.

ოლგა გალიცკაია:  

„კომუნისტი – დებილი, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო (!!!) ასამბლეაზე ჩაეთრა, უმძლავრესი პროტესტის საბაბად იქცა. სირცხვილია, სამარცხვინო, ამაზრზენი“.

ელენა ზელინსკაია: 

„რუსეთის სათათბიროული ნაკრძალიდან საერთოდ ცოტას გაშვება თუ შეიძლება ხალხში, რომ არ შევრცხვეთ და არ შევათრიოთ რუსეთი მორიგ გაუგებრობაში“.

კონსტატნიტე კალაჩოვი:  

„ულამაზო ისტორია გამოვიდა.  გავრილოვს სავარძელი მასპინძელმა მხარემ დაუთმო. ამიტომაც ეს ყველაფერი პროვოკაციას წააგავს. თუმცა მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც იჩქერიის დამოუკიდებლობას ემხრობა, ჩამოდის მოსკოვში და სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის სავარძელში ჯდება...“ 

ალექსეი შიროპაევი: 

„მაინც რაოდენ განვითარებული აქვთ ქართველებს ღირსების გრძნობა, როგორი მწვავე ალერგია აქვთ თავხედობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, ყოფილი მიტროპოლიის მხრიდან ნებისმიერ იმპერიალისტურ ჟესტზე. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გაბედა, დაევიწყებინა, რომ თბილისიდან 40კმ–ში რუსული ტანკები დგას – და მას ეს შეახსენეს. დაე, რუსმა კომუნიაკა-იმპერიალისტმა „მართლმადიდებლებმა“ საკუთარი უკანალები სადმე რუსეთში, კრემლის ჩვეულ სავარძლებში ათავსონ და არა თავისუფალი საქართველოს თავისუფალი პარლამენტის სპიკერის კუთვნილ ადგილზე!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S