Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07/10/2020 17:19:15 კონფლიქტები, საზოგადოება

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 290 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მისივე ცნობით, კოვიდ–ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1976-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 110 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 13 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 668 გახდა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 16-ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S