Accentnews.ge
სააკაშვილი მელაშვილის დაკავებას "ინსტიტუტების რღვევისა და სიღატაკის გადაფარვის მცდელობად" აფასებს

სააკაშვილი მელაშვილის დაკავებას "ინსტიტუტების რღვევისა და სიღატაკის გადაფარვის მცდელობად" აფასებს

07/10/2020 17:56:31 სამართალი

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის ნატალია ილიჩევას დაკავებას "ინსტიტუტების რღვევისა და სიღატაკის გადაფარვის მცდელობად" აფასებს.

"სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს. მინდა, ვუთხრა ბატონ ივერის: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია", – აცხადებს სააკაშვილი ფეისბუქ-მიმართვაში.

დღეს პროკურატურამ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მიმართ გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

"ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე". - აცხადებს პროკურატურა.

ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ნატალია ილიჩოვას კი ჯერ ადვოკატი არ ჰყავს და მისი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S