Accentnews.ge
"პოლიტიკური იდიოტების რიცხვი აუცილებლად გაიზრდება"

"პოლიტიკური იდიოტების რიცხვი აუცილებლად გაიზრდება"

25/06/2019 10:50:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის შეფასებით, შემდეგ, რაც ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება. 

"ასე რომ, ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მან დღეს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ "პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების" რიცხოვნობა მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება.

„მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები. მე მაქვს არგუმენტები და ჩემს მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ. მარტო სურვილი აქვთ, რომ როგორმე ამ შენობაში პოლიტიკურმა იდიოტებმა დაიბუდონ.მოლდოვაში ათი წლის წინ გადავიდნენ პროპორციულ სისტემაზე, გაიარეს უბედურება და წელს გადმოვიდნენ შერეულ სისტემაზე. იტალია შარშან გადმოვიდა შერეულ სისტემაზე",-განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S