
კორონავირუსი ცხინვალის რეგიონის 10 მცხოვრებსა და ორ რუს სამხედროს დაუდასტურდა
08/10/2020 08:26:44 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის გამავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 34 კოვიდ-ტესტირება ჩატარდა და ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთაგან 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია, ორი – რუსი სამხედრო, - აცნობა ჟურნალისტებს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ.
მისივე თქმით, სულ ეპიდემიის დაწყების მომენტიდან რეგიონში 123 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 – 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის დროიდან.
კოჩიევას თქმით, ინფიცირებულთა ნაწილი ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ნაწილიც - ამბულატორულად.