Accentnews.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

08/10/2020 08:33:03 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს, შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიების და ტყის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S