Accentnews.ge
ვინ და რატომ მოიგო 1 122 256–ლარიანი ტენდერი ამჯერად წყალტუბოში

ვინ და რატომ მოიგო 1 122 256–ლარიანი ტენდერი ამჯერად წყალტუბოში

08/10/2020 08:45:56 რეგიონები

„ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სავარაუდო კორუფციული გარიგებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, როგორც პარტიის წევრ გიორგი კანდელაკის თანახმად, 3 სექტემბერს წყალტუბოში საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად მერიამ მილიონ 122 ათას 256 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, ტენდერის გამოცხადების გარეშე დახარჯა. კანდელაკი საზოგადოებას შეახსენებს, რომ მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ჰქონდა, თუმცა აღიშნული ამ დროით არ ისარგებლა და ტენდერი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა

„როცა სწავლის დაწყებამდე მხოლოდ დღეები რჩებოდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს პირდაპირი შესყიდვის გზით ამ რეგიონისთვის კოლოსალური თანხა მიაკუთვნა.

კერძოდ, „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. ცხრიდან რვა კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მეტიც, შპს „არია გრუპს“ წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერმა, ინდმეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო.

ბუნებრივად ისმის კითხვა: მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია – „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი კორუფცია, რაც 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით უნდა დასრულდეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი „ქართული ოცნების“ კორუფციისა და ჩაფლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, – განაცხადა კანდელაკმა.

ბრალდებებს წყალტუბოს მერიაში უპასუხეს. კერძოდ, მერის მოადგილის ზურაბ მაისურაძის თქმით, მთავრობის განკარგულების თანახმად, სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად შესყიდვა პირდაპირი გზით უნდა მომხდარიყო, რათა სამუშაობის დასრულება სწავლის დაწყებამდე მოსწრებულიყო:

„კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, წყალტუბოს მინიციპალიტეტში აუცილებელი გახდა, 33-ივე სკოლაში მოწყობილიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები. სკოლის დაწყებამდე ამ ყველაფრის მოსასწრებად გამოიცა მთავრობის განკარგულება და წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო მილიონ 11 ათას 032 ლარი. ამავე განკარგულების თანახმად, შესყიდვა უნდა მომხდარიყო პირდაპირი ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკებით და არა -ელექტრონული ტენდერით, რადგან სწავლის დაწყებამდე მოსწრებულიყო ამ სკოლების დასრულება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S