არველაძე: „ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ვოცნებობდით!“

08-10-2020 15:24:54 ციტატა

"ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!".

მიმართა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთლებს ბელარუსთან მატჩის წინ.

საქართველო-ბელარუსს შორის მატჩი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები