Accentnews.ge
კადიროვმა "როსგვარდიელის" მიერ მოკლული ვაჟის მამას მადლობის გადახდა აიძულა

კადიროვმა "როსგვარდიელის" მიერ მოკლული ვაჟის მამას მადლობის გადახდა აიძულა

25/06/2019 11:15:09 კავკასია

ჩეჩნეთში "როსგვარდიელებზე" თავდასხმისას მოკლული მოქალაქის მამას კადიროვისთვის შვილის მკვლელობისთვის მადლობის გადახდა აიძულეს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ახმად ბარზაევი 23 ივნისს გროზნოში საგზაო მილიციელს დანით მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მისი მანქანა საბუთების შემოწმების მიზნით გააჩერეს, "როსგვარდიის" თანამშრომელმა კი, რომელიც ინციდენტს შეესწრო, ბარზაევს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის რეზიდენციასთან მოხდა. 

მეორე დღეს, კადიროვის ძალოვანებთან ურთიერთობის შემდეგ თავდასხმისას მოკლული ბარზაევის მამამ საჯაროდ განაცხადა უარი მოკლული შვილის დაკრძალვის ცერემონიასა და გლოვაზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა განაცხადა, რომ "მთელი ოჯახი წუხს შვილის საქციელის გამო" და მოუწოდა ჩეჩენ მოქალაქეებს, "გაერთიანდნენ მსგავს დამნაშავეებთან საბრძოლველად". 

"დაკრძალვის გამართვას არ ვაპირებთ.პირადად მე მთელი ცხოვრება ვებრძოდი ასეთ შაითანებს და მომავალშიც გავაგრძელებ აჰმად ჰაჯი კადიროვის გზას [ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული პირველი ლიდერი. ამჟამინდელ ლიდერ რამზან კადიროვის მამა]. ბოდიშს ვიხდი შვილის გამო ჩეჩენი ხალხის და პირადად რამზან კადიროვის წინაშე. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ ისეთ შაითანებთან საბრძოლველად, როგორიც ჩემი შვილი იყო",– განაცხადა, რუსული მედიის ცნობით, ალხაზურ ბარზაევმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S