Accentnews.ge
"რუსეთი ცდილობს, შავი ზღვის რეგიონში შექმნას გავლენის სფერო, მათ შორის გაყინული კონფლიქტებით"

"რუსეთი ცდილობს, შავი ზღვის რეგიონში შექმნას გავლენის სფერო, მათ შორის გაყინული კონფლიქტებით"

08/10/2020 14:09:34 საგარეო პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანეს განცხადებით, "შავი ზღვის რეგიონში რუსეთი განაგრძობს მცდელობებს, შექმნას გავლენის სფერო მათ შორის, ნატო–ს ახლო მოკავშირეების ტერიტორიებზე გაყინული კონფლიქტებით".

"შავი ზღვის რეგიონში რუსეთი განაგრძობს მცდელობებს, შექმნას გავლენის სფერო სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებით, (ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ გამართული წვრთნები "Kavkaz 2020"), ნატო–ს ახლო მოკავშირეების ტერიტორიებზე გაყინული კონფლიქტებით, მაგალითად, უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორედ ამ დღეებში ვხედავთ მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს. ამასთან, ვხედავთ როგორ აპროტესტებენ მოქალაქეები თავიანთი არჩევანის უფლებას ბელარუსში. მომსწრენი ვართ პოლიტიკური არეულობისა ყირგიზეთში. იცვლება იმ საფრთხეების ფორმა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. ამ საფღტეებმა უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო, ესაა დეზინფორმაციის გავრცელება, არჩევნებში ჩარევა, კიბერშეტევები... ეს არის პოლიტიკური ომის დაბრუნება", – განაცხადა ჯოანემ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S