Accentnews.ge
სომხეთში ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსი გადააყენეს

სომხეთში ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსი გადააყენეს

08/10/2020 14:11:05 კავკასია

არგიშტი კიარაიანი სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადააყენეს. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინების საფუძველზე მოაწერა ხელი.

ასევე პრემიერის წინადადებით, ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მიკაელ ამბარცუმიანი დაინიშნა, რომელსაც მანამდე ამ სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საკადრო გადაწყვეტილების მიზეზები უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაზუსტებული არ არის. თუმცა როგორც დღესვე გახდა ცნობილი, უშიშროების სამსახურმა პრემიერისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

თავად ფაშინინმა კი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა, რომ “მიიღო სიგნალი, რომლის თანახმად, გარკვეული პირები ფრონტის წინა ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გავიდნენ და მებრძოლები დაარწმუნეს, “ნიკოლმა გაყიდა მიწები, ეს ომი შეთანხმებულია, ისინი საზარბაზნე ხორცად გიყენებენ ამ შეთანხმების მისაჩქმალად და პოზიციების გამაგრებას აზრი არ აქვსო».

პრემიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი მონაწილე პირი, რომელიც სტეპანაკერტის მკვიდრია, გამოძიების ფარგლებში ერევანში უკვე დააკავეს.

«ყველას მოგმართავთ თხოვნით, მსგავსი ინფორმაციების მიღების შემთხვევაში უშიშროების სამსახურს მიმართეთ, მოღალატეების ადგილი არ არის ჩვენს რიგებში. სომეხი ხალხი გაიმარჯვებს” - წერს ფაშინიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S