
აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი
08/10/2020 16:28:55 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - იუწყება მოსახლეობის კოვიდ-ინფექციისგან დაცვის ოპერატიული შტაბი.
მისივე განმარტებით, სამივე პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა და ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სულ დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 288 ტესტირება და 95 შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.
შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 137 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, 55-ის – საშუალო სიმძიმის.
სულ ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 2071 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 811 პაციენტი, გარდაიცვალა 19.