
პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში მიიწვია
09/10/2020 05:47:08 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - იუწყება რუსული მედია კრემლის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, აღნიშნულს წინ უძთოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან „მთელი რიგი სატელეფონო საუბრები“.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის მიზნით“, - ნათქვამია კრემლის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.
რელიზის ვკითხულობთ, რომ „ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“.
ცნობისთვის: მთიან ყარაბარში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე არ წყდება.