თბილისი ანტირეკორდს ამყარებს – როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

09-10-2020 11:01:09 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, აჭარში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები იკლებს, ხოლო თბილისში იმატებს. კერძოდ, რეგიონების თვალსაზირისთ ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 190

თბილისი – 179

იმერეთი – 91

ქვემო ქართლი – 28

სამეგრელო–ზემო სვანეთი –14

შიდა ქართლი – 10

კახეთი – 11

მცხეთა–მთიანეთი – 3

გურია–3

სამცხე–ჯავახეთში –1

ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 4 886 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 63 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია: 61 მართვით სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ხოლო 1 ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 752 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 72 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები