
გრიგოლ ვაშაძე: "ვიყვით და ვართ მზად დიალოგისთვის"
25/06/2019 12:11:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებიას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოს ხალხსი მოთხოვნა და ამის შემდეგ გადავიდეს პოლიტიკურ დიალოგზე, თუ არ სურს, რომ სიჯიუტეს და სს მინისტრ გიორგი გახარიას გადააყოლოს სამოქალაქო მშვიდობა. ამის შესახებ მან გაერთიანებულ ოპოზიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენცაიზე განაცხადა.
„ჩვენ არც რევანში და არც არეულობა არ გვჭირდება, ვიყვით და ვართ მზად დიალოგისთვის. სხვათა შორის, დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც, როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად პარლამენტი უნდა გადაიქცეს იმად, რის გამოც არის ეს ორგანო შექმნილი, იქ უნდა იყოს განხილული ის სისტემური კრიზისი და საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც დღეს აღელვებს საქართველოს მოქალაქეებს“, -განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის: რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, 20–21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულების გათავისუფლებას და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპასუხოდ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით, თუმცა ნულოვანი ბარიერით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამისთვის კი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩატარებაა საჭირო, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუციით ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადადის.