Accentnews.ge
სამ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა – ველისციხის სკოლაში  სასწავლო პროცესი ჩაიშალა

სამ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა – ველისციხის სკოლაში  სასწავლო პროცესი ჩაიშალა

09/10/2020 08:26:46 რეგიონები, საზოგადოება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, დანარჩენი მოსწავლეების მშობლებმა კი ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.

რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვითარებას ეპიდემიოლოგები ეცნობიან და რა ფორმით გაგრძელდება სწავლა, სწორედ მათი შეფასების შემდეგ გადაწყდება.

საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, მოსწავლეთა სკოლაში არგამოცხადება მშობლებმა საკუთარი ნების საფუძველზე მიიღეს და ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია მართვადია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S