Accentnews.ge
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

09/10/2020 08:58:03 საზოგადოება, რეკლამა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოქალაქეთა საყურადღებოდ! დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მისამართი შეიცვალა! დღეიდან, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისი ახალ მისამართზეა: ქ. თბილისი; მიხეილ ასათიანის ქ. 9. (პირველი სართული) სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დასვენების დღეები: შაბათი-კვირა. სამუშაო საათები: 09.30-18.00 სთ. შესვენების საათები: 13.00-14.00 სთ. ელ.ფოსტა: infosesa@moh.gov.ge ცხელი ხაზი: 15 05

ინფორმაციისთვის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. სააგენტოს მიზანია დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, ასევე საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების შექმნა.

სააგენტოს ბენეფიციარები არიან საქართველოში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები, მათ შორის ისეთი მოწყვლადი ჯგუფები როგორიცაა ქალები, ახალგაზრდები, შშმ პირები, დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები და ა. შ. სააგენტოს სერვისებია: საშუამავლო მომსახურება; პროფესიული ორიენტირება და კონსულტირება; პროფესიული მომზადება-გადამზადება; მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის; სტაჟირების პროგრამა; ხელფასის სუბსიდირების პროგრამა; დასაქმების ფორუმების ორგანიზება. სააგენტო წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს ათ სამხარეო ცენტრში. თბილისის სერვის-ცენტრები: დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევი, ისანი-სამგორი, ვაკე-საბურთალო და ძველი თბილისი. სამხარეო ცენტრები: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და აჭარის ა.რ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S