Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმე: სამი ბრალდებულის საკითხზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ

შაქარაშვილის საქმე: სამი ბრალდებულის საკითხზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ

09/10/2020 08:48:53 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული სამი პირის – ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის და არჩილ გაგნიძის საქმეს არსებითად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საუბარია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე.

გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს არ ენდობა.

"ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს იმხელა ნდობა, რომ საქმის განხილვა მათ მივანდოთ. გვინდა, რომ საზოგადოებამ განიხილოს საქმე და მან მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ საქმეში მყარი მტკიცებულებებია, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

„მოსამართლე განმარტავს დებულებებს ნაფიც მსაჯულებზე. ეს მათი უფლებაა. მათი ბრალდების საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამირხანაშვილმა რა ეპიზოდზეც მისცა უკვე ჩვენება, დააფიქსირა ზუსტად ის, რაც მანამდე, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ნათქვამი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, თუ მოსამართლე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S