Accentnews.ge
პუტინის წინადადების მიღების ფონზე ბაქო 10 დასახლების აღების შესახებ იუწყება

პუტინის წინადადების მიღების ფონზე ბაქო 10 დასახლების აღების შესახებ იუწყება

09/10/2020 14:46:07 კავკასია

კონსულტაციების დაწყების შესახებ მოსკოვის წინადადებაზე დათანხმების ფონზე აზერბაიჯანი ქვეყნის ჯარების მიერ 10 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ იუწყება.

„აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან კიდევ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა: გადრუთი, ჩაილი, იუჰარი გიუზლიაკი, გერაზილი, გიშლაგი, გარაჯალი, ეფენდილერი, სულეიმანლი, სური“, – განაცხადა დღეს საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მორიგი მიმართვისას.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული დროშა დაბა ჯებრაილის თავზე აფრიალდა.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია. და როგორც კრემლი იუწყება, აღნიშნულს წინ უძღოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან „მთელი რიგი სატელეფონო საუბრები“. 9 ოქტომბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მხარეების მზაობის შესახებ ამცნო. თუმცა, როგორც განიმარტა, ამჟამად „ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“.

ასევე 9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა გაახმოვანა ოფიციალური ანკარის პოზიცია, რომ „საფრანგეთის, აშშ-ისა და რუსეთის მცდელობები, ზავით დასრულდეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება, მარცხისთვისაა განწირული, თუ სომხური ძალები კონფლიქტის ზონას არ დატოვებენ“.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მორიგი სატელევიზიო მიმართვისას განმარტა, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა დათმობისთვის:

"მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, მაგრამ არა დათმობისთვის. ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ მოახდენს ზეგავლენას აზერბაიჯანის ნებაზე ამ კონფლიქტში. აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენების შედეგად ადგილზე ფაქტები შეცვლილია, რაც ადასტურებს, რომ ხდება საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტა. მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელია, თუ სომხეთი კვლავინდებურად დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S