Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 99 ახალი შემთხვევაა, დაიღუპა კიდევ ორი პაციენტი

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 99 ახალი შემთხვევაა, დაიღუპა კიდევ ორი პაციენტი

09/10/2020 17:08:34 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა კიდევ ორი პაციენტი, - იუწყება მოსახლეობის კოვიდ-ინფექციისგან დაცვის ოპერატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში სულ 288 ტესტირება ჩატარდა და 99 შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

შტაბის ცნობით, ამჟამად გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 155 პაციენტი იმყოფება, მათგან 138 – დადასტურებული კოვიდ-დიაგნოზით.

ამასთან, მძიმე შემთხვევების რაოდენობა 15-მდე შემცირდა, საშუალო სიმძიმისაა 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-ინფიცირების 2170 შემთხვევაა აღრიცხული. 814 პაციენტი განიკურნა, 21 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S