Accentnews.ge
სომხეთის პრეზიდენტი NATO–ს თურქეთის თაობაზე მიმართავს

სომხეთის პრეზიდენტი NATO–ს თურქეთის თაობაზე მიმართავს

09/10/2020 17:24:34 კავკასია, მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანს მოუწოდებს, უკეთ შეისწავლოს თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და მასზე ზეწოლა მოახდინოს.

„მე ნატო-ს ვთხოვე, დეტალურად შეესწავლა ეს საკითხი. ახლა შექმნილია ვითარება, როდესაც ნატო-ს წევრი თურქეთი მონაწილეობს ან მის ჩათრევას ცდილობენ მესამე ძალების კონფლიქტში, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. კითხვა ისმის, აუნთეს თუ არა მწვანე შუქი თურქეთს ნატო-ში. პასუხი თუ დადებითია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, თუ არა, მაშინ იმედი გვაქვს, ჩვენი კოლეგები ნატო-ში განაცხადებენ თავისი პოზიციის შესახებ და ზეწოლას მოახდენენ თურქეთზე, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონფლიქტში“, – აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის: მთიან ყარაბარში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედაად, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ერევანი კონფლიქტში ანკარის უშუალო ჩართულობის შესახებ იუწყება, თუმცა აღნიშნულს ანკარა და ბაქო არ ადასტურებენ. თავად თურქეთი მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S