Accentnews.ge
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

10/10/2020 08:02:42 საზოგადოება, რეკლამა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. ასევე, გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 876 269 ლარი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S