Accentnews.ge
ბაქო მსხვერპლის შესახებ იუწყება, ერევანი კი თავდასხმას უარყოფს

ბაქო მსხვერპლის შესახებ იუწყება, ერევანი კი თავდასხმას უარყოფს

11/10/2020 06:37:40 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, ხოლო ხუთი დაიღუპა.

სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ცნობისთვის: მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სასაუბროდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S