Accentnews.ge
წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

11/10/2020 12:33:53 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

"შეტყობინება, რომ 61 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა და სახლში არ დაბრუნებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე, ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S