
ტყიბულში 18 მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა
11/10/2020 18:27:07 რეგიონები, საზოგადოება
ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გრძელდება კონტაქტების ძიება.
ჯერ უცნობია, რა სახით განახლდება სკოლაში სასწავლო პროცესი.