Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ

12/10/2020 05:35:52 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ . სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე სამხრეთ ფრონტზე ინტენსიურ სარაკეტო იერიშს განაგრძობს.

"ღამით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური და დაძაბული ვითარება იყო", – წერს თავდაცვის უწყების პრეს–მდივანი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში.

როგორც დღეს დილით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, "ჰუმანიტარული ზავის რეჟიმს არღვევენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები, რომლებმაც აზერბაიჯანის აგდამის რაიონის ტერიტორია დაბომბეს. ღამის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე სტაბილურად დაძაბული ვითარება იყო".

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი 9 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა. მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედებიდან მალევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S