Accentnews.ge
"2024 წლიდან ბარიერი ძალაში იქნება"

"2024 წლიდან ბარიერი ძალაში იქნება"

25/06/2019 13:19:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერი მხოლოდ ერთჯერადად იქნება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციით გათვალისიწნებული ბარიერის პირობებში ჩატარდება.

“გამოვთქვით მზაობა, რომ 2020 წელს გადმოიწიოს პროპორციულმა არჩევნებმა, ვინაიდან საზოგადოებრივ დაკვეთას ვასრულებთ და საზოგადოების მოთხოვნას აბსოლუტურად ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავთანხმდით კიდევ უფრო მეტს, ანუ ნულოვან ბარიერს იმისთვის, რომ  ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი გაერთიანება თანაბარ პირობებში ჩადგეს და არ მოუწიოს ვინმესთან მიკედლება. რაც შეეხებ აბარიერს, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა არის ბარიერის ქონა 3-დან 5%-მდე. ეს კონსტიტუციაში უკვე წერია და რა თქმა უნდა, 2024 წლიდან ძალაში იქნება ბარიერი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თუმცა ჯერ–ჯრობით უცნობია, ნულოვანი ბარიერის პირობებშიც ძალაში რჩება თუ არა ბლოკების დაშვება.

იხილეთ ასევე:

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S