საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ
12/10/2020 09:33:00 საზოგადოება, რეკლამა
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი "ბილაინი”, განაგრძობს მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოებას.
ამიერიდან როგორც “ბილაინის” სიმ ბარათის შეძენა, ასევე სიმ ბარათის აღდგენა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა, ბილაინის მაღაზიების გარდა, შეუძლია, მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებს შესაბამისი სერვისის მისაღებად.


