Accentnews.ge
PACE-ში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები დაინტერესებულ მხარეებს ივანიშვილის საარჩევნო ინიციატივის მხადრაჭერისკენ მოუწოდებენ

PACE-ში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები დაინტერესებულ მხარეებს ივანიშვილის საარჩევნო ინიციატივის მხადრაჭერისკენ მოუწოდებენ

25/06/2019 14:28:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები დაინტერესებულ მხარეებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ინიციატივის მხადრაჭერისკენ მოუწოდებენ.

„მივესალმებით მმართველი უმრავლესობის ინიციატივას საქართველოში 2020 წლისთვის ნულპროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის წარდგენა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ასამბლეის დიდი ხნის რეკომენდაციაა, ამიტომაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაუჭირონ მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. ჩვენ ვიხილეთ, რომ სრულად პროპორციული სისტემის დანერგვა ხშირად გამხდარა მსხვერპლი მმართველ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის რეალური თანამშრომლობის არ არსებობის გამო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება ამ შემთხვევაში“, – აცხადებენ თანამომხსენებლები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S