Accentnews.ge
ბაქომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აძღრა

ბაქომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აძღრა

12/10/2020 11:59:06 კავკასია

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქის, პროპაგანდისტულ პროექტ WarGonzo-ს ავტორ სემიონ პეგოვის წინააღმდეგ.

«გამოძიების ფარგლებში წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის მოქალაქემ სემიონ პეგოვმა, სომხეთში და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირებთან დანაშაულებრივი შეთქმულების საფუძველზე, აზერბაიჯანული კანონმდებლობის დარღვევით, სომხეთის გავლით უკანონოდ გადმოკვეთა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და შეაღწია ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქ მოქმედი ე.წ. “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის” უკანონო რეჟიმის მხარდასაჭერად” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პეგოვი თავის ვიდეორგოლებში “მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს, ჩავიდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში სომხეთის რესპუბლიკის დასახმარებლად”, ასევე ავრცელებდა მასალებს “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებით».

სისხლის სამართლის საქმე “ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებების”, “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საჯარო მოწოდებებისა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” მუხლებითაა აღძრული.

აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის შესაბამის ორგანოებსაც აცნობა და გამოძიებაში თანამშრომლობის განაცხადით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S