Accentnews.ge
კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა

კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა

12/10/2020 12:00:18 კავკასია

აშშ-ის პოპულარული ტელეშოუს წამყვანმა კიმ კარდაშიანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ 1 მილიონი დოლარი ჩარიცხა ჰუმანიტარულ ფონდში, რომელიც საკვებით, კარვებითა და სამედიცინო საშუალებებით ეხმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხებს.

„ჩემს ფიქრებსა და ლოცვაში არიან ეს მამაცი ადამიანები, ქალები და ბავშვები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად იმ მანძილისა, რაც ჩვენ გვაშორებს, ჩვენ არ ვართ შეზღუდული საზღვრებით და ერთად ერთ დიდ სომხურ ერს წარმოვადგენთ“, - ამბობს კიმ კარდაშიანი ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.

ლოს-ანჯელესში რამდენჯერმე გაიმართა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მხარდამჭერი სამშვიდობო აქცია.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა არაერთ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S