Accentnews.ge
ალიევი მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვას მოითხოვს

ალიევი მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვას მოითხოვს

12/10/2020 13:05:05 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილი მინსკის ჯგუფი [რომლის თანათავმჯდომარე ქვეყნებია: საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები] მიკერძოებულია და თურქეთი, რომელიც ილჰამ ალიევის თქმით, მიუკერძოებელია, მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს.

"არ ვიცი როდის დაიწყება მოლაპარაკებები სომხეთთან, მაგრამ ამ პროცესში ანკარა ჩართული უნდა იყოს. თურქეთიც მინსკის ჯგუფის წევრია და რატომ არ შეიძლება ისიც იყოს თანათავმჯდომარეებს შორის? მოსწონთ თუ არა ეს დასავლეთის რიგ ქვეყნებს, თურქეთი მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს, რადგან მიუკერძოებელია", – განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S