Accentnews.ge
მესტიაში ხანძარს ებრძვიან

მესტიაში ხანძარს ებრძვიან

12/10/2020 13:05:20 რეგიონები

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ.

უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

"ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S