Accentnews.ge
ჩეჩნეთში ლიკვიდირებულ მებრძოლებს შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ, რუსტამ ბორჩაშვილია

ჩეჩნეთში ლიკვიდირებულ მებრძოლებს შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ, რუსტამ ბორჩაშვილია

12/10/2020 14:35:20 კავკასია

ჩეჩნეთის სერნოვოდსკის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული მებრძოლების სავარაუდო ვინაობები ცნობილია, - იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჩეჩნეთის სამმართველოს პრეს-სამსახური.

ამასთან, უწყება ვინაობებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლება, რომ ერთ-ერთი მათგანი ფედერალურ ძებნაში იყო გამოცხადებული.

«თავდამსხმელები “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატებით, ხელყუმბარებით და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყვნენ შეიარაღებულები», – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, რიგი მედიასაშუალებები და Telegram-არხები თავის წყაროებზე დაყრდნობით უკვე ასახელებენ ლიკვიდირებულთა ვინაობას. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ინგუშეთის 42 წლის მკვიდრი რუსტამ ბორჩაშვილი და ჩეჩნეთის 32 წლის მკვიდრი კაზბეკ ბაიდულაევი არიან.

იუწყებიან, რომ ისინი საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მედია უკვე წერდა ძებნაში მყოფი რუსტამ ბორჩაშვილის ლიკვიდაციის შესახებ. რაც შეეხება ბაიდულაევს, 2016 წლიდან იგი სავარაუდოდ, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა (“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში) და რუსეთში 2020 წელს დაბრუნდა.

მანამდე ჩეჩნეთში სავარაუდო “ბოევიკების” ლიკვიდაციის შესახებ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა.

დაღესტნის შსს-ში კიდევ ორი მამაკაცის მკვლელობის შესახებ განაცხადეს. ძალოვანების მტკიცებით, მათ მანქანიდან საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს.23 აგვისტოს ინგუშეთში, დაბა ტროიცკაიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ასლან ბიუტუკაევის ჯგუფის სამი სავარაუდო წევრი მოკლეს, ორი ძალოვანი დაიჭრა.

როგორც რუსი ადვოკატები და უფლებადამცველები აღნიშნავენ, ხშირ შემთხვევაში ისინი, ვისაც “ბოევიკებად” ასაღებენ, სასაართლო პროცესებზე აცხადებენ, რომ გამოძიების მსვლელობისას აღიარებით ჩვენებებს ზეწოლის, მათ შორის წამების შედეგად აძლევდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S