Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12/10/2020 18:43:24 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 285 კოვიდ-ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 86-ში გამოვლინდა, - იუწყება მოსახლეობის კოვიდ-ინფექციისგან დაცვის ოპერატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 173 ადამიანი იმყოფება, მათგან 158 – დადასტურებული დიაგნოზით, მძიმე მდგომარეობაშია 28 პაციენტი.

11 ოქტომბერს გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა - 1944 წელს დაბადებული ქალი და 1969 წელს დაბადებული მამაკაცი. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ორივეს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

სულ ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე აფხაზეთში 2343 ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 854, გარდაიცვალა 23.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S