Accentnews.ge
მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

13/10/2020 07:30:05 საზოგადოება, რეკლამა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა.

დღეისათვის გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება“, - აღნიშნულია შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S