სკოლის გათავისუფლებული დირექტორი: „მათთვის არასასურველი ვარ, რადგან აგიტაციას არ ვეწევი!"
13/10/2020 07:47:39 სამართალი
ქსნის სკოლის დირექტორი დოდო კოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
მისი შვილის ბექა ლელუაშვილის ცნობით, კოტორლიშვილს ინფაქტის ნიშნები აქვს.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების მიზეზი უკვე ყოფილი დირექტორის ქმარ–შვილის ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულება გახდა: ბექა ლელუაშვილი „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანტიდატის კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.
"მათთვის არასასურველი დირექტორი ვარ, რადგან აქ აგიტაციას არ ვეწევი", - ამბობს დოდო კოტორლიშვილი.
დღეს, 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამსახურებიდან მცხეთის 6 სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს.
"ნაწილს შეუჩერეს და ნაწილს გაუგრძელეს და მე ვარკვევ მოტივს, რატომ გაუგრძელეს იმ დირექტორებს, რომლებიც ვთვლი, რომ ჩემზე არაფრით მეტნი არ არიან და რატომ მე არა", - განაცხადა მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ხუროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა.მანამდე ქალბატონი ყვებოდა, რომ როდესაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. პროკურატურამ საქმეზე ძიება შეწყვიტა. ოჯახი ამჟამად სტრასბურგში დაობს.


