Accentnews.ge
„ბროლში“ სპეცრაზმი შევიდა: „ეს ზეწოლაა ბიზნესმენებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ არიან!“

„ბროლში“ სპეცრაზმი შევიდა: „ეს ზეწოლაა ბიზნესმენებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ არიან!“

13/10/2020 09:08:05 ეკონომიკა

ლილოს დასახლებაში, კომპანია „ბროლის“ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ადილზე დილით მისულებს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები და ფინანსური პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დახვდნენ და როგორც განუმარტეს, დოკუმენტების ამოღების მიზნით.

„არ ვიცი, რა ტენდენციები მიდის, მაგრამ „ქართული ოცნება“ პროკურატურის და ფინანსური პოლიციის დახმარებით მასობრივად შედის თითქმის ყველა ბიზნესში. სავარაუდოდ, ეს ბიუჯეტის სერიოზული დეფიციტია და ასე, უკანონო გზებით სურთ ფინანსების ამოღება. როდესაც ბიზნესთან მიდიხარ, შეგიძლია, სასამართლოს გადაწყვტილება, გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნა წარადგინო, მაგრამ ის, რომ საბუთრბის ამოღებას 100 სპეცრაზმელი არ სჭირდება, ეს ყველასთვის ნათელია. ეს ბიზნესის პირდაპირი ტერორია. ეს არის იმ ბიზნესმენების ტერორი, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ არიან“,– აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები და დასძენენ, რომ „სადღაც, კალაძის, ან რომელიმე ბიზნესის ინტერესი გადაიკვეთა და სასწრაფოდ შემოვიდა 100–კაციანი სპეცრაზმი, რომ ბიზნესი გააჩერონ. პირდაპირ ვიტყვი, ეს ბიზნესზე წინასაარჩევნო ზეწოლაა“.

განახლება

გამომძიებელი აცხადებს, რომ საქმე ფულის გათეთრებას ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S