Accentnews.ge
აფხაზური ოპოზიცია ბჟანიასგან მოითხოვს, პუტინს საველე ჰოსპიტალის ორგანიზების თხოვნით მიმართოს

აფხაზური ოპოზიცია ბჟანიასგან მოითხოვს, პუტინს საველე ჰოსპიტალის ორგანიზების თხოვნით მიმართოს

13/10/2020 09:34:43 კონფლიქტები

აფხაზ ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაა” დე ფაქტო ხელისუფლებას კოვიდ-ეპიდემიის კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაში ადანაშაულებს და “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიასგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიმართოს რუსეთს აფხაზეთში საველე სამხედრო ჰოსპიტალის ორგანიზების თხოვნით, “როგორც ეს იტალიასა და სერბეთში გაკეთდა”.

«ვთვლით, რომ მსგავს უმძიმეს ვითარებაში პრეზიდენტისა და პრემიერის მხრიდან დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაა ჩვენი მოთხოვნის იგნორირება. თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ოფიციალურად არ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით, ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ და თავად მივმართავთ ვლადიმირ პუტინს აფხაზი ხალხის სახელით, ხელისუფლებას კი დამნაშავედ ჩავთვლით COVID-19-ისგან მინიმუმ, ყოველ მეორე სიკვდილში», – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.

ავტორები დე ფაქტო ხელისუფლებას ეპიდემიის დაწყების მომენტში ფსოუზე რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნაში ადანაშაულებენ და იმაზე მიუთითებენ, რომ შემომსვლელი ტურისტების ელემენტარული შემოწმებაც კი არ წარმოებდა:

“მაშინ ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოიხსნა ყოველგვარი შეზღუდვა, უსაფრთხოების ელემენტარული ზომების ჩათვლით. ტურისტებს არ სთხოვდნენ არათუ კოვიდ-პასპორტებს, მათი თერმოსქრინინგიც კი შეწყვიტეს. უსაფრთხოების ნორმების სრულმა იგნორირებამ ორ თვეში ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა», – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.

ცნობისთვის: ეპიდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე აფხაზეთში სულ 2343 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 854, დაიღუპა 23 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S