COVID-19-ით ინფიცირებული ჟურნალისტი საკუთარ სიმპტომებს აღწერს

13-10-2020 13:27:58 ეს საინტერესოა

ტვ "პირველის" ჟურნალისტს სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" თავად დაწერა.

ჟურნალისტმა საკუთარი სიმპტომებიც აღწერა:

"დღე 1. ვიგრძენი ყელის ტკივილი, მაგრამ 2 საათში გამიარა.

დღე 2. თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.

დღე 3. მომცა სიცხე 37.3 .

დღე 4. დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.

დღე 5. ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.

დღე 6 . არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ, უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ” ,- წერს შანავა "ფეისბუქზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები