Accentnews.ge
ბაქო ერევანს ტერტერის რაიონის დაბომბვაში ადანაშაულებს, ერევანი კი – სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის გახსნაში

ბაქო ერევანს ტერტერის რაიონის დაბომბვაში ადანაშაულებს, ერევანი კი – სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის გახსნაში

13/10/2020 11:31:04 კავკასია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ბრძოლების გაგრძელების თაობაზე იუწყებიან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღამით კონფლიქტის ზონის რამდენიმე მონაკვეთზე ვითარება დაძაბული რჩებოდა. მისივე ცნობით, "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით ტერტერის რაიონის დაბომბა"

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება და თავის მხრივ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანმა განაახლა მოქმედებები, რასაც თან სდევდა აქტიური სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი [ფრონტის ხაზის] სამხრეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთებზე".

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევაში. შეთანხმება ითვალისწინებდა ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის ტყვეებისა და ორკვირიანი შეტაკებების პერიოდში დაღუპულთა გვამების გაცვლას. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S