
"პატივია გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაჭერა"
25/06/2019 15:39:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას განცხადებით, "პატივია გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაჭერა". ასე ეხმიანება მელია მისთვის ბრალის წარდგენას.
“ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ. უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული,”, – აცხადებს მელია.
ამასთან, მელიასმ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე დასწყდება გული დაკავების შემთხვევაში:
“თუ დამიჭერენ, იმ გადამწყვეტ დღეს და წუთებში, იმ ასიათასობით ქართველთან ერთად თუ არ ვიქნები, სადაც პოლიტიკურ პანჩურს ამოარტყამენ ბიძინა ივანიშვილს, ამაზე დამწყდება ძალიან გული. ჩემი დაჭერა რომ იყოს პანაცეა, იმდენი ახალგაზრდა დაიჭირეს, ახლაც სპეცნაზთან ერთად სძინავს ივანიშშვილს”.
ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას დღესბრალი წარუდგინა.უწყებამ პარლამენტს დეპუტატისთვის მანდატის მოხსნის თხოვნით მიმართა. საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.