Accentnews.ge
აფხაზეთში მოსახლეობის COVID-19-ისგან დასაცავად დამატებითი შეზღუდვები წესდება

აფხაზეთში მოსახლეობის COVID-19-ისგან დასაცავად დამატებითი შეზღუდვები წესდება

13/10/2020 13:04:11 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის COVID-19-ისგან დასაცავად მკაცრი შეზღუდვები წესდება. შესაბამის ბრძანებულებას დღეს “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

კერძოდ, ბრძანებულების თანახმად, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით აფხაზეთში იკრძალება მასობრივი სპორტული, გასართობი, სანახაობრივი და საგამოფენო ღონისძიებები; შეჩერდება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვადასხვა საბავშვო წრეებისა და სექციების, სილამაზისა და სპორტულ-განმაჯანსაღებელი სალონების, დარბაზების მუშაობა.

გარდა ამისა, 60 წელს გადაცილებული და მოზარდი (1-4-კლასელების) შვილების მყოლი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდებიან.

სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ და რიგმა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა მოქალაქეთა მიღება შეწყვიტეს და სატელეფონო კონტაქტზე გადავიდნენ.

5 ოქტომბიდან აფხაზეთში უკვე აკრძალულია მასობრივი სპორტული, გასართობი, სანახაობრივი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეებში, ასევე საქორწინო და სხვა საზეიმო ღონისძიებები.

ვეტერანთა ოპოზიციურმა ორგანიზაცია “არუაამ” დღეს გავრცელებულ განცხადებაში დე ფაქტო ხელისუფლება “დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაში” დაადანაშაულა და მოსთხოვა, სასწრაფოდ მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით აფხაზეთში საველე ჰოსპიტალის ორგანიზების თაობაზე.ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე აფხაზეთში სულ 2343 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული. მათგან 854 გამოჯანმრთელდა, 23 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S