
საქართველოს და სომხეთის ჯანდაცვის სექტორებს შორის COVID-19–ის თაობაზე კონსულტაციები შეწყდა
13/10/2020 13:08:58 კავკასია
სომხეთთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კონსულტაციები აღარ გრძელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხდადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გრძელდება თუ არა კონსულტაციები.
„არ გრძელდება. ისურვეს, რომ ასეთი კონსულტაციები მათ ძირითადად რუსეთმა ჩაუტაროს“,– უპასუხა კითხვას ცერცვაძემ.
ცნობისთვის: სომხეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მასშტაბური ზრდის შემდეგ თბილისმა დახმარების მზაობა გამოხატა. ცნობილია, რომ ქართველი სპეციალისტები სომეხ კოლეგებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და კონსულტაციებს აქტიურად უწევდნენ.