Accentnews.ge
"მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ ცეცხლი, მათ შორის – განჯსა და სტეპანაკერტში"

"მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ ცეცხლი, მათ შორის – განჯსა და სტეპანაკერტში"

13/10/2020 13:18:19 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"შეერთებული შტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები და შეწყვიტონ ცეცხლი სამოქალაქო ტერიტორიებზე, მათ შორის – განჯსა და სტეპანაკერტში. მწუხარებას გამოვთქვამთ მსხვერპლის გამო და მხარს ვუჭერთ საკითხის მშვიდობიანი გზით გადაჭრას", – განაცხადა პომპეომ.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S